Nokia 6700 Classic - საგანგებო ზარები

background image

საგანგებო ზარები
მნიშვნელოვანია: ეს მოწყობილობა მუშაობისთვის იყენებს რადიოსიგნალებს, უკაბელო ქსელებს, საკაბელო

ქსელებს და მომხმარებლის მიერ დაპროგრამებულ ფუნქციებს. აპარატი შეეცდება გაგზავნოს საგანგებო ზარები,

მხოლოდ ფიჭურ ქსელებში. დაკავშირება ნებისმიერ შემთხვევაში არ არის გარანტირებული. ძალზე მნიშვნელოვან

სიტუაციებში, მაგალითად, როგორიცაა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება, არასოდეს უნდა იყოთ

მხოლოდ რომელიმე უკაბელო მოწყობილობის იმედზე.

საგანგებო ზარის განხორციელება:

1

თუ მოწყობილობა გამორთულია, ჩართეთ იგი. შეამოწმეთ შესაბამისი სიგნალის სიძლიერე. თქვენი

მოწყობილობიდან გამომდინარე, უნდა შეასრულოთ შემდეგი:

ჩადეთ SIM-ბარათი, თუ თქვენი მოწყობილობა იყენებს მას

მოხსენით ზარის შესაბამისი შეზღუდვები, რომლებიც გააქტიურებული გაქვთ მოწყობილობაში.

ოფლაინის ან ფრენის რეჟიმიდან გადადით აქტიურ პროფილზე.

2

გამორთვის ღილაკს იმდენჯერ დააჭირეთ, რამდენიც საჭიროა, სანამ ეკრანზე ყველაფერი არ გაქრება და

აპარატი მზად არ იქნება ზარებისთვის.

3

შეიყვანეთ იმ ადგილის შესაბამისი ოფიციალური გადაუდებელი ზარის ნომერი, სადაც იმყოფებით.

გადაუდებელი ზარის ნომრები იცვლება ადგილმდებარეობის მიხედვით.

4

დააჭირეთ დარეკვის ღილაკს.

გადაუდებელი ზარის დროს რაც შეიძლება ზუსტად მიაწოდეთ ყველა შესაძლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შემთხვევის ადგილზე თქვენი უკაბელო მოწყობილობა შეიძლება კავშირის დამყარების ერთადერთი საშუალება

აღმოჩნდეს. არ დაასრულოთ ზარი, სანამ ამის ნებართვას არ მიიღებთ.