Nokia 6700 Classic - წვდომის კოდები

background image

წვდომის კოდები
წვდომის კოდებისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამოყენების ფორმის

შესარჩევად აირჩიეთ

მენიუ

>

პარამეტრები

>

უსაფრთხოება

>

წვდომის

კოდები

.

დამცავი კოდი გეხმარებათ დაიცვათ ტელეფონი უნებართვო

გამოყენებისგან. წინასწარ დაყენებული კოდია 12345. შეგიძლიათ

შეცვალოთ ეს კოდი და მიუთითოთ, რომ ტელეფონმა მოითხოვოს კოდი.

ზოგიერთი ოპერაციისთვის საჭიროა დამცავი კოდი, მიუხედავად

შერჩეული პარამეტრებისა, მაგალითად, თუ მოისურვებთ აღადგინოთ

ქარხნული პარამეტრები. შეინახეთ კოდი საიდუმლოდ და ტელეფონის

აპარატისგან მოშორებით. თუ კოდი დაგავიწყდათ და ტელეფონი

დაბლოკილია, დაგჭირდებათ მომსახურება და შეიძლება მასზე

დაწესებული იყოს დამატებითი საფასური. დამატებითი

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Nokia Care ცენტრს და ტელეფონის

დილერს.

SIM (USIM) ბარათით მიღებული PIN (UPIN) კოდი იცავს ბარათს

უნებართვო გამოყენებისგან.

ზოგიერთი SIM (USIM) ბარათით მიღებული PIN2 (UPIN2) კოდი საჭიროა

გარკვეული მომსახურებების მისაღებად.

PUK (UPUK) და PUK2 (UPUK2) კოდები შესაძლოა მიიღოთ SIM (USIM)

ბარათთან ერთად. თუ PIN კოდს ზედიზედ სამჯერ შეიყვანთ შეცდომით,

სისტემა მოგთხოვთ PUK კოდს. თუ კოდები არ მოგცეს, დაუკავშირდით

თქვენი სერვისის პროვაიდერს.

დამცავი პაროლი მოითხოვება ზარის დაბლოკვის მომსახურების

გამოყენების დროს, რომ აგარიდოთ ზარების როგორც გაშვება, ასევე

მიღება (ქსელის მომსახურება).

ბრაუზერის უსაფრთხოების მოდულის პარამეტრების სანახავად და

შესაცვლელად აირჩიეთ

მენიუ

>

პარამეტრები

>

უსაფრთხოება

>

უსაფრ.

მოდულ. პარ.

.