პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები
Nokia-მ შეიძლება უზრუნველყოს განახლებები, რომლებიც შემოგთავაზებენ
ახალ შესაძლებლობებს, ახალ ფუნქციებს ან გაუმჯობესებულ წარმადობას.
შეგიძლიათ მოითხოვოთ აღნიშნული განახლებები Nokia Software Updater PC
პროგრამის საშუალებით. აპარატის პროგრამული უზრუნველყოფის
განახლებისთვის გჭირდებათ პროგრამა Nokia Software Updater და თავსებადი
კომპიუტერი Microsoft Windows 2000, XP ან Vista ოპერაციული სისტემით,
ინტერნეტთან წვდომა და თავსებადი მონაცემთა სადენი თქვენი აპარატის
კომპიუტერთან დასაკავშირებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის და პროგრამა Nokia Software Updater–ის
ჩამოსატვირთად იხ.: www.nokia.com/softwareupdate, ან Nokia–ს ადგილობრივი
ვებგვერდი.
თუ თქვენ ქსელს აქვს პროგრამული უზრუნველყოფის საეთერო განახლების
მხარდაჭერა, შეგიძლიათ მოითხოვოთ განახლებები ტელეფონის
გამოყენებით.
იხ.: ”პროგრამული უზრუნველყოფის განახლება
ეთერით,” გვ. 40.
მნიშვნელოვანია: მხოლოდ ის მომსახურებები გამოიყენეთ, რომელთაც
ენდობით და რომლებიც გთავაზობთ მავნე პროგრამების მიმართ დამცავ
ადექვატურ საშუალებებს.