Nokia 6700 Classic - თქვენი მოწყობილობის შესახებ

background image

თქვენი მოწყობილობის შესახებ
უკაბელო მოწყობილობა, რომელიც აღწერილია ამ სახელმძღვანელოში,

გამოიყენება ქსელში: GSM 850, 900, 1800, 1900 და WCDMA 900, 1900, და 2100

მეგაჰერციანი ქსელები. დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს

ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შესაძლოა, თქვენს მოწყობილობას წინასწარ ჰქონდეს დაინსტალირებული

სანიშნეები და ბმულები მესამე მხარის ინტერნეტ–საიტებზე და შეიძლება

საშუალება გქონდეთ გახსნათ მესამე მხარის საიტები. ისინი არ არიან

აფილირებული Nokia-სთან და Nokia არანაირ მოვალეობას ან

პასუხისმგებლობას არ იღებს მათზე. სიფრთხილე გმართებთ ასეთი საიტების

გახსნის დროს.

გაფრთხილება:

ამ მოწყობილობის ნებისმიერი ფუნქციის გამოსაყენებლად, მაღვიძარას

ფუნქციის გარდა, მოწყობილობა ჩართული უნდა იყოს. არ ჩართოთ

მოწყობილობა, როდესაც მობილურმა მოწყობილობამ შეიძლება გამოიწვიოს

ტალღების ზედდება, ან შექმნას საშიშროება.

ამ მოწყობილობის გამოყენების დროს დაიცავით ყველა კანონი და პატივი

ეცით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, სხვების პირადულობასა და კანონიერ

უფლებებს, საავტორო უფლების ჩათვლით. საავტორო უფლებების დაცვა

უზრუნველყოფს გამოსახულებას, მუსიკასა და სხვა შიგთავსს კოპირებისგან,

შეცვლისაგან და გადაცემისაგან.

შეინახეთ სარეზერვო ასლები, ან გააკეთეთ ჩანაწერები თქვენს

მოწყობილობაში შენახული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.

ნებისმიერ სხვა მოწყობილობასთან მისაერთებლად წაიკითხეთ

მომხმარებლის სახელმძღვანელო, უსაფრთხოების შესახებ დეტალური

ინფორმაციის გასაცნობად. არ მიუერთოთ არათავსებადი პროდუქტი.
ნახატები ამ ცნობარში შეიძლება განსხვავდებოდნენ თქვენი მოწყობილობის

ეკრანზე გამოსახულისაგან.

თქვენი მოწყობილობის შესახებ დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია

იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოში.