ტელეფონის ჩართვა და გამორთვა
ტელეფონის ჩასართავად და გამოსართავად ხანგრძლივად დააჭირეთ ჩართვის
ღილაკს.
თუ ტელეფონი გთხოვთ PIN კოდს, შეიტანეთ კოდი (გამოჩნდება როგორც
****).
თუ ტელეფონი გთხოვთ დროის და თარიღის შეტანას, ჩაწერეთ ადგილობრივი
დრო, აირჩიეთ თქვენი საათობრივი სარტყელი გრინვიჩის მერიდიანის მიმართ
(GMT) და შეიტანეთ თარიღი.
იხ.: ”თარიღი და დრო,” გვ. 37.
როდესაც პირველად ჩართავთ ტელეფონს, შეიძლება სისტემამ
შემოგთავაზოთ კონფიგურაციის პარამეტრების მიღება თქვენი სერვისის
პროვაიდერისგან (ქსელის მომსახურება).
მოცდის რეჟიმი
როდესაც ტელეფონი მზადაა გამოსაყენებლად და არცერთი სიმბოლო არ
გაქვთ აკრეფილი, ტელეფონი მოცდის რეჟიმშია.